გაინტერესებთ კრედიტონლაინის პროგრამა? დაგეგმეთ დემო უყურეთ ვიდეოს

წარმატების ისტორია

რეგიონი: ლატვია, ლიტვა

ჩვენ დსს "EGROUP EU"-ის მომსახურებას უკვე 5 წელია ვიყენებთ. მთელი ეს დრო ჩვენ ერთად ვვითარდებოდით და დავნერგეთ პროექტები ლატვიასა და ლიტვაში. კომპანიას წარმოადგენენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც გახსნილები არიან კლიენტის წინადადებებისამი. ყოველთვის, როცა იბადება კითხვა, გადაწყვეტილებაც არ აყოვნებს.
მაღალი დონის პროგრამისტები ქმნიან წარმოუდგენელ ელექტრონულ ბიზნეს პლატფორმებს.მისაღები ფასების სისტემა და ბიზნეს მოდელი გვაქეზებს ჩვენ, კლიენტს, ახალი ბაზრები ვეძიოთ. ჩვენ ამ ბიზნესში ჩავერთეთ, როგორც ახალბედა მეწარმეები, დავუშვით უამრავი შეცდომა და ვისწავლეთ მათზე, სანამ ბაზრის მოთხოვნების ზუსტ შეფასებას შევძლებდით. ჩვენ ბიზნესში ყველაზე რთულია ვეტერანებთან კონკურირება, ამიტომ ჩვენ მათ ხარისხიანი სერვისის შეთავაზებით უნდა ვაჯობოთ;
და არავისთვისაა საიდუმლო, რომ ასეთი სერვისის შექმნას ესაჭიროება ინვესტიციები, ისევე როგორც, კარგი გუნდი და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა. ამ ყველაფერს გვთავაზობს EGROUP EU.

დირექტორი ვიტალია ტარასევიჩიუტე

რეგიონი: ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩვენ კრედიტონლაინთან 2011 წლიდან ვმუშაობთ. ის ნებისმიერ ახალ ბიზნესს არაჩვეულებრივ ბიზნეს პაკეტს სთავაზობს და დიდად ეხმარება საკრედიტო ბიზნესის სხვადსხვა ასპექტის გამარტივებაში, მათ შორის სესხების გაცემაში, პოტენციური კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასებაში, ისევე როგორც, შეუცვლელია ადამიანური ფაქტორით განპირობებული შეცდომების მინიმიზაციაში, ვინაიდან კრედიტონლაინის პროგრამა გვთავაზობს მრავალი ფუნქციის მაქსიმალურ ავტომატიზაციას.
ჩვენ ბედნიერები ვართ ამ სისტემით და მადლობას ვუხდით დსს „EGROUP EU”-ს ჩვენი საკრედიტო ბიზნესის გაფართოვებასა და მხარდაჭერაში უბადლო წვლილის შეტანისთვის.

დირექტორი ეკატერინა

რეგიონი: პოლონეთი

ჩვენ კრედიტონლაინის პროგრამას 2012 წლიდან ვიყენებთ. კრედიტონლაინი გვთავაზობს მყარ და ღირებულ ბაზას ბიზნესის დაწყებისთვის და მისი სრული რეალიზაციისთვის. ასევე, უბადლო მხარდაჭერას გვიწევს და მნიშვნელოვან მოსაზრებებს გვთავაზობს ნებისმიერ წამოჭრილ კითხვასა თუ იდეაზე. ამ სისტემის მეშვეობით ჩვენ საკუთარი სისტემა შევიმუშავეთ და მხოლოდ ერთი საკრედიტო სისტემიდან ორამდე გავზარდეთ, რამაც, თავის მხრივ, დიდად დაეხმარა ჩვენს ბიზნესს.
ჩვენ კრედიტონლაინის მადლობლები ვართ განვითარებისა და გაფართოებაში მყარი საძირკვლის შექმნისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ერთად კიდევ ბევრი ახალი მიზნის მიღწევასა და ახალი იდეის დანერგვას შევძლებთ.

დირექტორი კონსტანტინე ვიდუტო

რეგიონი: ჩეხეთის რესპუბლიკა

შპს EURO GROUP კრედიტონლაინის სისტემას 2011 წლის დასაწყისიდან მიმართავს. სამი წლის განმავლობაში, რაც ერთად ვმუშაობთ, ჩვენ მეტად ბედნიერები ვართ იმ მრავალფეროვანი ბიზნეს გადაწყვეტილებებით, რასაც სისტემა გვთავაზობს. სისტემა მეტად სასარგებლოა, ვინაიდან ყოველთვის ინფორმირებულია კანონის უახლოესი რეგულაციების შესახებ და უამრავ ინოვაციურ გადაწყვეტილებას გვაწვდის. ისინი მუდმივად ახალი მოდულების არჩევანს ქმნიან, ხოლო ძველი დავიწყებას კი არ მიეცემა, არამედ განუწყვეტლივ ვითარდება საკრედიტო ბიზნესის ბაზრის მძიმე და რთული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენ სიხარულით ვაცხადებთ, რომ ვმუშაობთ კრედიტონლაინთან ერთად და მადლობას ვუხდით გუნდს მისი შემართებისთვის და ინოვაციისა და განვითარებისკენ დაუღალავი სწრაფვისთვის!

დირექტორი ანტანას რადავიჩიუსი

რეგიონი: ლატვია

შპს “დელტა კაპიტალი” და დსს “EGROUP EU” უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც ერთად ვმუშაობთ. ძალიან კმაყოფილები ვართ სისტემით და სიამაყით ვაცხადებთ, რომ კრედიტონლაინის პროგრამა განვითარებას არ წყვეტს და იხვეწება როგორც საკრედიტო ბიზნესის ბაზრის, ასევე, კლიენტის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.
მათ ყოველთვის შესანიშნავი შემოთავაზებები აქვთ ნებისმიერი ჩვენი იდეისა თუ საკითხის საპასუხოდ და სწრაფი და მაღალკვალიფიციური მხარდაჭერის სისტემას გვთავაზობენ 24/7. ეს არის სანდო პროგრამა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ყველა იმ ბიზნესისთვის, რომლის მიზანია, იყოს საუკეთესო.
ჩვენ მადლობას ვუხდით კრედიტონლაინის გუნდს და ვიმედოვნებთ, რომ ერთად კიდევ მრავალი მომავალი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ!

დირექტორი ეკატერინა

რეგიონი: ლიტვა

ჩვენ კრედიტონლაინის პროგრამას 2008 წლის დასაწყისიდან ვიყენებთ, ე.ი., დსს „EGROUP EU“-ის დასაწყისიდანვე. თავიდან, პირველი ნაბიჯები გადადგმული იყო საკმაოდ პრიმიტიული პროგრამის მეშვეობით, რომელიც საჭიროებდა უამრავ მანუალურ სამუშაოს. საკრედიტო ბიზნესისა და კლიენტის საჭიროებების გაზრდასთან ერთად, იზრდებოდა კრედიტონლაინიც, რომელიც უარს არასოდეს ამბობს ინოვაციებზე. დღესდღეობით, ჩვენ ბედნიერები ვართ წარმოუდგენლად ფართო და ინტუიციური პროგრამით, რომელიც უამრავ მოდულს ითავსებს და ადამიანის მანუალურ ჩარევას მოითხოვს. კრედიტონლაინის წყალობით შესაძლებელი გახდა ბიზნესის გაფართოვება მინიმალური პერსონალის დაქირავებით; და ეს გაფართოება არ მოითხოვს დამატებით ადამიანურ რესურსებს.
ჩვენ დსს “EGROUP EU”-ის პერსონალის მადლიერები ვართ პროგრამის უწყვეტი განვითარებისთვის, ახალი მოდულების შექმნისთვის და ნებისმიერ მოთხოვნასა თუ წინადადებაზე სწრაფი რეაგირებისთვის.

დირექტორი რასა ურბონაიტე