გაინტერესებთ კრედიტონლაინის პროგრამა? დაგეგმეთ დემო უყურეთ ვიდეოს

ჩვენს შესახებ

EGROUP EU ქმნის, ნერგავს და მხარს უჭერს საკრედიტო ბიზნესის მართვის სისტემას სახელწოდებით კრედიტონლაინი. კომპანია წარმატებულად მუშაობს 2008 წლიდან და დაგროვებული აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა იმისა, თუ როგორ დავიწყოთ წარმატებული საკრედიტო ბიზნესი სხვადსხვა ქვეყანაში. EGROUP EU საკრედიტო ბიზნესის მართვის მარკეტინგში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

EGROUP EU-მა შეკრიბა ინოვაციური, პროფესიონალი და კრეატიული პროფესიონალების გუნდი. კომპანიის სამუშაო კულტურა ემყარება ანგარიშსწორებას, სასიამოვნო მომსახურებასა და მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციას.

EGROUP EU ქმნის საკრედიტო ბიზნესის იდეებსა და ტექნოლოგიებს.

EGROUP EU უზრუნველყოფს საკრედიტო ბიზნესის პროფესიონალურ კონსულტაციებს, პროექტების მაღალხარისხიან და უნაკლო დანერგვას, მათ ზედამხედველობასა და მხარდაჭერას. EGROUP EU ყოველთვის გვთავაზობს გადახდის მოსახერხებელ პირობებსა და მოქნილ ფასებს.

EGROUP EU ოფიციალურად აღიარებულია ISO 9001 "ხარისხის მართვის" და ISO/IEC 27001 "საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის" სტანდარტებთან შესაბამისად.

მისია

საკრედიტო ბიზნესის იდეების განხორციელება ინოვაციური გადაწყვეტილებების უზრუნველყოფით, რომლებიც კლიენტისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იქნება.

ხედვა

საკრედიტო ბიზნესის გადაწყვეტილებების მომწოდებელ კომპანიებს შორის იყოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანია.

მიზნები

  1. კლიენტის საჭიროებების დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებების შექმნა.
  2. საკრედიტო სერვისების მომწოდებელ კომპანიებისთვის სპეციალიზებული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიწოდებაში მოწინავე პოზიციების შენარჩუნება.
  3. კლიენტის ინფორმაციის, რომელიც იმართება კომპანიის მიერ, ისევე როგორც, მისი კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის, დაცვა.
  4. კომპანიის მიერ შემუშავებული პროგრამის უსაფრთხოებაზე, ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა.
  5. კომპანიის უწყვეტობის უზრუნველყოფა.

ღირებულება

  • პროფესიონალიზმი
  • ანგარიშგება
  • უწყვეტობა
  • ცვლილებებისადმი მზაობა
  • ზოგადი მიზნებისკენ სწრაფვა

ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის რეგულაციები

ISO 9001 and ISO/IEC 27001იმისთვის, რომ EGROUP EU-მა უმაღლეს დონეზე შეასრულოს ყველა მასზე დაკისრებული მოვალეობა და დაიცვას მის მიერ კონტროლირებული ინფორმაციის უსაფრთხოება, EGROUP EU-მა დანერგა ხარისხის მართვისა და საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომელიც აკმაყოფილებს ISO 9001 და ISO/IEC 27001.
სტანდარტების მოთხოვნებს. 2011 წელს EGROUP EU დაჯილდოვდა ISO 9001 "ხარისხის მართვისა" და ISO/IEC 27001 "საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის" სერტიფიკატებით, რომლებიც მუდმივად მოწმდება მეთვალყურეობის რეგულარული აუდიტების მესვეობით. EGROUP EU საქმიანობა ეფუძნება "გეგმა - შესრულება - შემოწმება - ზრდა" ციკლს.
ISO 9001 სტანდარტები ავალდებულებს კომპანიას ყურადღება სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებაზე გაამახვილოს. EGROUP EU-ის მთავარი მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიწოდებული მომსახურებისა და პროდუქტის სტაბილური ხარისხი და მუდმივად გააუმჯობესოს მისი საქმიანობის ეფექტურობა.
უფრო მეტიც, EGROUP EU დიდ ყურადღებას აქცევს ინფორმაციის უსაფრთხოებას. ISO/IEC 27001 სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიის საინფორმაციო უსაფრთხოების სტანდარტები აკმაყოფილებს მოცემულ სტანდარტებს და რომ EGROUP EU-მა უსაფრთხოების საკმარისი ზომები მიიღო ინფორმაციის დასაცავად არაავტორიზირებული გამოყენებისა და შეცვლისგან.
ინფორმაციის კონფიდენციალობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა გარანტირებულია ISO/IEC 27001 სტანდარტებით.